რადგანაც ვმუშაობთ საკუთარ თავზე, ეს არ ნიშნავს რომ გარემოს არ აქვს მნიშვნელობა.
ჩვენ შექმნილნი ვართ სხეულისგან, მაგრამ ამ სხეულის მამოძრავებელი ძალა სულის გარდა ენერგიაცაა. ენერგიას ჩვენ როგორც ვიღებთ, ასევე გავცემთ.
ენერგიის მიღების საუკეთესო საშუალებაა დასვენება, ახალი შთაბეჭდილებების მიღება, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა, ხოლო გაცემა ამ ყველა პუნქტს აბსოლიტურად არ გამორიცხავს.
სამწუხაროდ ხშირად ხდება ასე - კონკრეტული ადამიანის ვიზიტის შედეგად, თავს გრძნობთ დაღლილად, გამოწურულად, თითქოს 100 კილო ათრიეთ, ან მთელი დღე სახლს ალაგებდით.... არც ისე სასიამოვნო შეგრძნებაა, არა?
ყველა ადამიანს როგორც უკვე მეცნიერულად დამტკიცებულია - გააჩნია თავისი "აურა", ენერგეტიკული ველი, ბიო ველი. ეს ყოველივე კი მოქმედებაში მოდის გარემოსთან შეხებაში. ალბათ შეგინიშნავთ ხალხმრავალი ადგილები - ზოგ ადამიანზე გამაცოცხლებლად მოქმედებს, ზოგზე - გამომფიტავად. ეს ყოველივე ინდივიდუალურია!
წიგნების კითხვის მაგივრად თავისუფლად შეგიძლიათ საკუთარ თავს მოუსმინოთ, ვისთან გსიამოვნებთ ურთიერთობა? რა გარემოში? შეიქმენით შესაბამისი განწყობა და ენერგია უაზროდ არ დაგტოვებთ ;) წარმატებებს გისურვებთ, და დაიმახსოვრეთ - ენერგეტიკული ვამპირები სისხლის მსმელ ვამპირებისგან განსხვავებით აბსოლიტურად რეალური მოვლენაა და საქართველოში ასეთებს ყოველდღე ვხვდებით!
ეცადეთ ასეთი ხალხი რაც შეიძლება შორს დაიჭიროთ, თორემ ყოველდღიური პრობლემები ისედაც არ გვაკლია, სხვა ადამიანებს რომ შევახარჯოთ კიდე ენერგია და ძალები.....
ელემენტარულს გეტყვით - სიტყვასაც და ჩვენს ფიქრებსაც უძლიერესი ძალა აქვს!
ეს უკვე დამტკიცებულია არაერთხელ. თუ სიტყვებმა ასე იმოქმედეს წყალზე, მცენარეებზე, თუ სხვა ნივთებზე, წარმოიდგინეთ ჩვენზე როგორ მოქმედებენ?!!
გადახედეთ თქვენს ლექსიკონს და დააკვირდით - რა სიტყვებს და რა დატვირთვით მოიხმართ ყველაზე ხშირად?? დაფიქრებულხართ რა "ფარული შინაარსი" მიეწოდება ამით თქვენს სხეულს ან ტვინს???
მაგალითისთვის - ყველაზე გავრცელებული სიტყვები - ჩემი დედა მოვტყან (ცენზურა რა თქმა უნდა არ ვრცელდება რადგანაც საჭიროა თვალი გავუსწოროთ რეალობას),
დაფიქრდით - გინდათ საკუთარი შვილისგან ეს სიტყვები გაიგოთ? განა იცის მან ამ სიტყვების ნამდვილი დატვირთვა? იცის რას და რატომ ამბობს?
კიდევ ერთი მაგალითი - გაგიხმეს თავი. თითქოს არაფერი ისეთი, მაგრამ წარმოიდგინეთ რომ საკმაოდ ხშირად ეუბნებით ახლობელს ასეთ რამეს, როგორ ფიქრობთ - ამას არ ექნება არანაირი ფიზიკური ან ემოციური შედეგი? რაღა თქმა უნდა ნეგატიური.
კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება - ქართველებს სამწუხაროდ უზარმაზარი ლექსიკონი გვაქვს ასეთი "მწარე და მოწამლული" ფრაზებით სავსე....
მგონი დროა დავფიქრდეთ, რადგან რასაც დასთეს - მხოლოდ იმას მოიმკი!
