Thursday, September 26, 2013

ნაბიჯი მესამე - მიმართულება

ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია სწორედ მესამე :)

აქ თქვენ მარტო რჩებით, ყოველგვარი პირობითობების, საზოგადოებისა და ოჯახისა თუ მეგობრების გარეშე.

საკუთარ თავთან ყველაზე რთულია პირისპირ შეხვედრა და აღიარება იმის თუ რა გვინდა ყველაზე მეტად ამ ცხოვრებაში.

ყველანი ვიყავით ბავშვები, ზოგი ოცნებობდა კულინარი გამხდარიყო, ზოგიც მილიციონერი, ყველას თავისი სანუკვარი ოცნება ჰქონდა, და თქვენ რაზე ოცნებობდით?

დღევანდელი გადასახედიდან, რადგანაც ამ ბლოგს კითხულობთ ალბათ შეცვლა გადაწყვიტეთ, მაშასადამე გსურთ საკუთარ ცხოვრებაშიც ცვლილებების შეტანა.
გსურთ პროფესია შეიცვალოთ? ან უბრალოდ სამუშაო ადგილი? იქნებ პირადი ცხოვრება გსურთ მოაწესრიგოთ? ასეა თუ ისე, ყველას გვაქვს რაღაც სურვილი ან სურვილები.

ასე რომ დროა გამოყოთ საკუთარი თავისთვის დრო და დაფიქრდეთ რა გსურთ. იცოდეთ რომ შეუძლებელი არაფერია! საკმარისია მხოლოდ მონდომება და ძალისხმევა.

დიახ, ყველაფერი თქვენს ხელთაა, უბრალოდ უნდა გამოუტყდეთ თავს რა გსურთ ამ ქვეყანაზე ყველაზე მეტად! როდის გენთებათ თვალები ინტერესით? თქვენზე უკეთ ეს არავინ იცის!

პირველ რიგში გირჩევთ შეადგინოთ სქემა რომელიც შემდეგი ნაწილებისგან შედგება:
1. კარიერა/ფული
2. ჯანმრთელობა/სპორტი/განათლება/მეგობრები/ჰობი
3. პირადი სივრცე/ბინა/სახლი
4. სიყვარული/ოჯახი/შვილები/ნათესავები






თუ გსურთ შეგიძლიათ უფრო მრავალფეროვანიც გახადოთ, ან სხვა - თქვენთვის მნიშვნელოვანი პუნქტები დაამატოთ.

აქ ყველაზე მნიშვნელოვანია გულახდილად შეავსოთ ეს სქემა - ისე თუ როგორცაა ეს ამ მომენტში -ახლა!
მაგალითისთვის :) იხილეთ სურათი.

ხოლო შემდეგ მიუთითეთ თუ რისი შეცვლა გინდათ და რამდენი პროცენტით.

ველოდებით შედეგებს! :)

ნაბიჯი მეორე - წესრიგი თქვენს ცხოვრებაში

მაშ ასე, გადაწყვიტეთ არაფერი აკეთოთ საკუთარი კეთილდღეობისთვის?
ნება თქვენია, მაგრამ შემდეგ რომ ნამუსმა ან სინდისმა არ შეგაწუხოთ, აქვე აღიარეთ რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი გადაწყვეტილებაა და მეტი არავის და არაფრის! თუ ასე გსურთ თქვენი ნებაა, ხოლო ვისაც გნებავთ შეცვლა - დროა დავიწყოთ მომზადება :)

რადგანაც ყველაზე ადვილია ფიზიკური მოქმედება, მოდით პირველ რიგში გადავხედოთ თქვენს "ქონებას".

თქვენი ოთახი, ან თქვენი ბინა/სახლი როდის დაალაგეთ საფუძვლიანად? როდის გაეცით თქვენთვის უკვე გამოუდეგარი ტანსაცმელი და როდის გადაყარეთ გამოუდეგარი ნივთები???

იმისათვის რომ წარმატებას მიაღწიოთ აუცილებელია მოწესრიგებულობა, სისუფთავე, როგორც ჩვენს აზრებში, ასევე ჩვენს გარემოში.

თუ "ფენ-შუი" გამოუდეგარი ან უბრალოდ ცრუ რწმენა გგონიათ, დროა შეიცვალოთ აზრი. შეცვალეთ სივრცე თქვენს ირგვლივ და ბევრი რამ შეიცვლება თქვენს ცხოვრებაშიც. არ არის აუცილებელი "კლასიკურად" ყველა ფიგურის გამოყენება, უბრალოდ მიჰყევით ამ სწავლების საბაზისო მოთხოვნებს.

მაგალითისთვის:
1. საძინებელში საწოლი მიმართულება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კარებისკენ იყოს პირდაპირ მიმართული (ითვლება რომ მიცვალებულები ფეხებით წინ გაყავთ სახლიდან).
2. საძინებელში სასურველია საწოლი არ ირეკლებოდეს სარკეში, რადგანაც ითვლება რომ სარკე ირეკლავს და იმახსოვრებს ყველაფერს.
3. სასურველია ყველა ონკანი მოწესრიგებული იყოს, რადგანაც ითვლება რომ წყალთან ერთად ბარაქაც მიდის სახლიდან.
4. ძალზედ მნიშვნელოვანია სახლი თავისუფალი იყოს ე.წ. "ნაგვისგან" - უსარგებლო ნივთები რომლებიც წლობით იმტვერება კარადაში/ანტრესოლში თუ სადმე სხვაგან. ასევე არაფერი შეალაგოთ ლოგინის ქვეშ.
5. ეცადეთ წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა სუფთად და მოწესრიგებულად შეინახოთ. თავისი ადგილი მიუჩინოთ.
6. ასევე თუ დაგაინტერესათ ზემოთხსენებულმა, მოძებნეთ ინტერნეტში ინფორმაცია და ფერებიც ამ მეცნიერების მიხედვით შეარჩიეთ. რა თქმა უნდა კომპასის გამოყენებით :)
7. ამ საიტზე უამრავი საინტერესო და რაც მთავარია უფასო წიგნია. გირჩევთ პირველ რიგში ამ წიგნს.
8. და ბოლოს - თუ სერიოზულად დაინტერესდით "ფენ-შუით" აი წიგნები რომლებიც ნამდვილად ღირს რომ წაიკითხოთ. შემდეგ კი განახორციელოთ მიღებული ცოდნა პრაქტიკაზე.

წარმატებას გისურვებთ!

გაასუფთავეთ სივრცე თქვენს გარშემო - საცხოვრებელ სახლში, ეზოში, სამუშაო მაგიდაზე, სამსახურში და მოემზადეთ შემდეგი ნაბიჯისთვის!


Monday, September 23, 2013

ნაბიჯი პირველი - გააზრება

ცვლილება იწყება იმის გააზრებით თუ "სად გინდათ მიხვიდეთ", ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ რას გინდათ რომ მიაღწიოთ.

თითქოს ყველაზე ადვილი ამის თქმაა, მაგრამ ადამიანების უმეტესობას უჭირს განსაზღვროს პრიორიტეტი და დაინახოს სურათი "სრულად". ყველას უნდა იყოს ბედნიერი მაგრამ ეს ხომ აბსტრაქტული მცნებაა და ყველა ადამიანისთვის ეს სუბიექტური და აბსოლიტურად განსხვავბულია! ერთს სრული ბედნიერებისთვის საშუალო შემოსავლის მქონე სამსახური ეყოფა, მეორეს ოჯახური ბედნიერება, მესამეს მილიონერი უნდა რომ გახდეს ან დიდი ბიზნესმენი.

ნებისმიერ შემთხვევაში - უმთავრესია მიზნის განსაზღვრა!
სად გვინდა რომ ვიყოთ? რას გვინდა წარმოვადგენდეთ?
ყველაზე მთავარია ეს ყველაფერი ჩვენს შინაგან მე-ს მოსწონდეს, უნდოდეს ამ ყველა მიზნის მიღწევა, თორემ სხვა შემთხვევაში რამდენი მილიონერი ეყოლებოდა ჩვენს ქვეყანას? ყველას ხომ დაახლოვებით ერთი და იგივე გვინდა? მაგრამ რატომღაც მხოლოდ ერთეულები აღწევენ წარმატებას.

უამრავი ფილმია გადაღებული წარმატების მიღწევის საიდუმლოზე, თუნდაც ავიღოთ "The Secret", ასევე უამრავი წიგნია ამ საკითხზე დაწერილი. ვისაც სურვილი აქვს მიაღწიოს წარმატებას და მზადაა ამისთვის დახარჯოს ენერგია დღესვე - ვურჩევ ამ წიგნის წაკითხვას!

დარწმუნებული ვარ ყველა ადამიანმა იცის ყველა ის სიბრძნე რაც ამ თუ სხვა ფურცელზე წერია, ან თუნდაც უამრავ ფილმშია ნაჩვენები. სამწუხაროდ ერთეულები ბედავენ რუტინის გარღვევას და საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღებას.

ნაბიჯი პირველი! - აღიარეთ რომ იზარმაცეთ და შეცვალეთ ეს დამოკიდებულება! აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე და შეცვლით მას თუ არა - იცოდეთ რომ მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული შედეგი!!!

The change!

ადამიანებს ყოველდღე უჩნდებათ კითხვები - როგორ შეცვალონ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ? როგორ მიიღონ ცხოვრებისგან სიამოვნება და ყველა ის "სიკეთე" რაც სამყაროს უხვად გააჩნია.

პასუხი უაღრესად ადვილი მოსაძებნია როდესაც მონდომებული ხარ - უბრალოდ იმოქმედე - ახლა, და არ დაიშურო ძალა რათა მიაღწიო მიზანს! იაზროვნე პოზიტიურად, აკეთე სიკეთე გარემოსთვის, მაშასადამე საკუთარი თავისთვის.

იმისათვის რომ დავიწყოთ წარმატებისკენ მოძრაობა, აუცილებელია გადავხედოთ ჩვენს წარსულს, ვაპატიოთ ადამიანებს, პირველ რიგში კი საკუთარ თავს ყველა ის შეცდომა თუ წარუმატებლობა რაც ყველას გვაქვს გამოვლილი ერთხელ მაინც. აუცილებელია ბინის თუ ოთახის მოწესრიგება, გასუფთავება და ყველა იმ ნივთის მოშორება რომელსაც ნეგატიური მოგონება თუ ემოცია უკავშირდება.
 
  ცვლილებები აზრების გასუფთავებით იწყება, შემდეგ კი სხეულის და გარშემო ტერიტორიის.

მაშ ასე, დავიწყოთ!