ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია სწორედ მესამე :)აქ თქვენ მარტო რჩებით, ყოველგვარი პირობითობების, საზოგადოებისა და ოჯახისა თუ მეგობრების გარეშე.
საკუთარ თავთან ყველაზე რთულია პირისპირ შეხვედრა და აღიარება იმის თუ რა გვინდა ყველაზე მეტად ამ ცხოვრებაში.
ყველანი ვიყავით ბავშვები, ზოგი ოცნებობდა კულინარი გამხდარიყო, ზოგიც მილიციონერი, ყველას თავისი სანუკვარი ოცნება ჰქონდა, და თქვენ რაზე ოცნებობდით?
დღევანდელი გადასახედიდან, რადგანაც ამ ბლოგს კითხულობთ ალბათ შეცვლა გადაწყვიტეთ, მაშასადამე გსურთ საკუთარ ცხოვრებაშიც ცვლილებების შეტანა.
გსურთ პროფესია შეიცვალოთ? ან უბრალოდ სამუშაო ადგილი? იქნებ პირადი ცხოვრება გსურთ მოაწესრიგოთ? ასეა თუ ისე, ყველას გვაქვს რაღაც სურვილი ან სურვილები.
ასე რომ დროა გამოყოთ საკუთარი თავისთვის დრო და დაფიქრდეთ რა გსურთ. იცოდეთ რომ შეუძლებელი არაფერია! საკმარისია მხოლოდ მონდომება და ძალისხმევა.
დიახ, ყველაფერი თქვენს ხელთაა, უბრალოდ უნდა გამოუტყდეთ თავს რა გსურთ ამ ქვეყანაზე ყველაზე მეტად! როდის გენთებათ თვალები ინტერესით? თქვენზე უკეთ ეს არავინ იცის!
პირველ რიგში გირჩევთ შეადგინოთ სქემა რომელიც შემდეგი ნაწილებისგან შედგება:
1. კარიერა/ფული
2. ჯანმრთელობა/სპორტი/განათლება/მეგობრები/ჰობი
3. პირადი სივრცე/ბინა/სახლი
4. სიყვარული/ოჯახი/შვილები/ნათესავები
თუ გსურთ შეგიძლიათ უფრო მრავალფეროვანიც გახადოთ, ან სხვა - თქვენთვის მნიშვნელოვანი პუნქტები დაამატოთ.
აქ ყველაზე მნიშვნელოვანია გულახდილად შეავსოთ ეს სქემა - ისე თუ როგორცაა ეს ამ მომენტში -ახლა!
ხოლო შემდეგ მიუთითეთ თუ რისი შეცვლა გინდათ და რამდენი პროცენტით.
ველოდებით შედეგებს! :)

No comments:
Post a Comment