მაშ ასე, გადაწყვიტეთ არაფერი აკეთოთ საკუთარი კეთილდღეობისთვის?
ნება თქვენია, მაგრამ შემდეგ რომ ნამუსმა ან სინდისმა არ შეგაწუხოთ, აქვე აღიარეთ რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი გადაწყვეტილებაა და მეტი არავის და არაფრის! თუ ასე გსურთ თქვენი ნებაა, ხოლო ვისაც გნებავთ შეცვლა - დროა დავიწყოთ მომზადება :)
რადგანაც ყველაზე ადვილია ფიზიკური მოქმედება, მოდით პირველ რიგში გადავხედოთ თქვენს "ქონებას".
თქვენი ოთახი, ან თქვენი ბინა/სახლი როდის დაალაგეთ საფუძვლიანად? როდის გაეცით თქვენთვის უკვე გამოუდეგარი ტანსაცმელი და როდის გადაყარეთ გამოუდეგარი ნივთები???
იმისათვის რომ წარმატებას მიაღწიოთ აუცილებელია მოწესრიგებულობა, სისუფთავე, როგორც ჩვენს აზრებში, ასევე ჩვენს გარემოში.
თუ "ფენ-შუი" გამოუდეგარი ან უბრალოდ ცრუ რწმენა გგონიათ, დროა შეიცვალოთ აზრი. შეცვალეთ სივრცე თქვენს ირგვლივ და ბევრი რამ შეიცვლება თქვენს ცხოვრებაშიც. არ არის აუცილებელი "კლასიკურად" ყველა ფიგურის გამოყენება, უბრალოდ მიჰყევით ამ სწავლების საბაზისო მოთხოვნებს.
მაგალითისთვის:
1. საძინებელში საწოლი მიმართულება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კარებისკენ იყოს პირდაპირ მიმართული (ითვლება რომ მიცვალებულები ფეხებით წინ გაყავთ სახლიდან).
2. საძინებელში სასურველია საწოლი არ ირეკლებოდეს სარკეში, რადგანაც ითვლება რომ სარკე ირეკლავს და იმახსოვრებს ყველაფერს.
3. სასურველია ყველა ონკანი მოწესრიგებული იყოს, რადგანაც ითვლება რომ წყალთან ერთად ბარაქაც მიდის სახლიდან.
4. ძალზედ მნიშვნელოვანია სახლი თავისუფალი იყოს ე.წ. "ნაგვისგან" - უსარგებლო ნივთები რომლებიც წლობით იმტვერება კარადაში/ანტრესოლში თუ სადმე სხვაგან. ასევე არაფერი შეალაგოთ ლოგინის ქვეშ.
5. ეცადეთ წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა სუფთად და მოწესრიგებულად შეინახოთ. თავისი ადგილი მიუჩინოთ.
6. ასევე თუ დაგაინტერესათ ზემოთხსენებულმა, მოძებნეთ ინტერნეტში ინფორმაცია და ფერებიც ამ მეცნიერების მიხედვით შეარჩიეთ. რა თქმა უნდა კომპასის გამოყენებით :)
7. ამ საიტზე უამრავი საინტერესო და რაც მთავარია უფასო წიგნია. გირჩევთ პირველ რიგში ამ წიგნს.
8. და ბოლოს - თუ სერიოზულად დაინტერესდით "ფენ-შუით" აი წიგნები რომლებიც ნამდვილად ღირს რომ წაიკითხოთ. შემდეგ კი განახორციელოთ მიღებული ცოდნა პრაქტიკაზე.
წარმატებას გისურვებთ!
გაასუფთავეთ სივრცე თქვენს გარშემო - საცხოვრებელ სახლში, ეზოში, სამუშაო მაგიდაზე, სამსახურში და მოემზადეთ შემდეგი ნაბიჯისთვის!
No comments:
Post a Comment