Tuesday, September 29, 2015

ნაბიჯი მეოთხე - პროცესი :) 1% .... loading

ესეიგი, პროცესი გაიშვა, უკვე გავიაზრეთ რომ ბედნიერების მისაღწევად რაღაც კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი, და უკვე ნაწილი შევასრულეთ :) ყოჩაღ!

რეალურად დასრულდა პირველი ეტაპი, სადაც გავიაზრეთ და წარმოვიდგინეთ თუ რას გვინდა რომ მივაღწიოთ! ეს ყველაზე რთული პროცესი იყო, რომელზეც სავარაუდოდ ყველაზე მეტი ენერგია დაგეხარჯათ.

შემდეგი ნაბიჯია უკვე რეალური ნაბიჯების გადადგმა.
დავიწყოთ იმით რომ ე.წ. life wheel-ზე აღნიშნული "სასურველი" პოზიციები განვიხილოთ.
თუ თქვენ გსურთ პროფესიის შეცვლა - მაშინ უნდა გაერკვეთ რა პროფესიას გსურთ რომ დაეუფლოთ. შეიძლება ამის გასარკვევად 1 წამი დაგჭირდეთ, შეიძლება მეტი დრო. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია რეალობას ძალზედ არ ჩამოშორდეთ :) თუ სიტყვაზე ექიმობა გსურდათ - ხოლო ამჟამად 45 წლის ხართ, ამ სურვილის შესაბამისი შესატყვისი იქნებ მოძებნოთ, მაგალითად რომ გაიაროთ პირველადი დახმარების კურსები ან რაიმე სხვა - ჩართეთ ფანტაზია :)

მთავარია არ თქვათ უარი თქვენს ოცნებებზე - ჰობის სახით მაინც განახორციელეთ, თუ აღარაა შესაძლებელი მათი სრული გრაფიკით შესრულება!

ჩემი შემდეგი რჩევა იქნებოდა - life wheel გაარჩიოთ. თითო პუნქტი გაიაროთ, ჩამოაყალიბოთ ეხლა სად ხართ და რა სიხარულების მომტანია ამ ეტაპზე ამ პუნქტში ყოფნა - ან თუ ნეგატიური ემოციები ამოტივტივდა - რა პოზიტივს მოიტანს ახალ წერტილში გადასვლა.

გახსოვდეთ! ემოციები მართავენ ჩვენს ცხოვრებას! მათ გარეშე არაფერს აქვს აზრი!

პუნქტი "A"-დან პუნქტ "B"-ში მოსახვედრად კი გირჩევთ კარგად დაგეგმოთ თითო ნაბიჯი, წარმოიდგინოთ რომ უკვე საბოლოო პუნქტში ხართ და დატკბეთ ამ შეგრძნებით. და ყოველი ნაბიჯის განხორციელებისას არ დაგავიწყდეთ ის შეგრძნება - რომელიც უკვე განხორციელებულ "ოცნებას" გააჩნია. ზუსტად ეს არის ერთგვარი დრაივი :) რომელიც მიგაღწევინებთ მიზანს!

No comments:

Post a Comment