რადგან ამას კითხულობთ, ესეიგი გადაწყვიტეთ ცვლილება, განსაზღვრეთ თქვენი მიზნები, და სამუშაო ჩაატარეთ როგორც საკუთარ თავზე, ასევე თქვენს გარემოზე.
გილოცავთ! თქვენ ცვლილების პირველი ეტაპი გავლეთ :)
თუ მართლა გსურთ ცხოვრება შეცვალოთ, უფრო წარმატებული - ანუ უფრო ბედნიერი გახდეთ - მაშინ ეს პროცესი მხოლოდ იწყება :)
დროა შეცვალოთ ყოველდღიური რუტინა, მოახდინოთ საქმეების სისტემატიზაცია, სწორად დაგეგმოთ თქვენი დღე, გადახედოთ თქვენს სანაცნობო წრეს და ზოგი ადამიანი ამოშალოთ ზოგთან კი უფრო ხშირად იურთიერთოთ.
ერთი სიტყვით პროცესი დაიწყო! და ყოველივე თქვენს ხელთაა :)
მოდით ჩამოვწეროთ ცხოვრების სფეროები რომლების შეცვლაც შეგვიძლია, რა თქმა უნდა მე საბაზისო სიას დავწერ, თქვენ კი თავისუფლად შეგიძლიათ მომყვეთ და თქვენთვის სასურველი პუნქტები დაამატოთ, ან გამოაკლოთ. მაშ ასე, დავიწყეთ:
პს. შეგიძლიათ საწყისი ეტაპისთვის გამოიყენოთ "არა კონკრეტული" ტერმინები, როგორიცაა - ბედნიერება, შემდეგ კი დააკონკრეტოთ და დაყოთ ეს ბედნიერება უფრო კონკრეტულ სფეროებად - მაგალითად - შაბათი დღის უქმედ გატარება :) ან რაიმე უფრო კონკრეტული ან მატერიალური
1, მეგობრები/ოჯახი/ნათესავები
2, ჯანმრთელობა/ფიტნესი/იოგა/ცეკვა/ცურვა/ა.შ.
3, ფინანსური მდგომარეობა/პროფესია/შემოსავალი
4, პირადი ზრდა/სწავლა/ტრეინინგები/განვითარება
5, მოგზაურობა/გართობა/ჰობი
6, ფიზიკური გარემო/ბინა/აგარაკი/მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა/ა.შ.
7, სასიყვარულო ურთიერთობები/შეყვარებული/მეუღლე
8, ბავშვები/შთამომავლობა
თითოეული პუნქტი შესაძლოა თქვენთვის მეტად ან ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს, თუმცა თითოეული პუნქტი უაღრესად მნიშვნელოვანია სრული სურათის შესაქმნელად!
შევუდგეთ თითოეულის განხილვას - თქვენ უკვე იცით თითოეული ამჟამად რა მდგომარეობაშია - და რისი შეცვლა გსურთ (life wheel-ხომ შევავსეთ უკვე),
ახლა კი შევუდგეთ ამ შეცვლის პროცესს.
მაგალითისთვის - გიყვართ მეგობრებთან ერთად კაფეებში სიარული? მაგრამ ამისთვის ვერც დროს და ვერც სახსრებს ვერ პოულობთ? ესეიგი თქვენს ცხოვრებაში სხვა პარამეტრებია გადასალაგებელი - რაზე მიდის ამჟამად თქვენი სახსრები? რამდენის დაზოგვა შეგიძლიათ? მართლა ამდენად მნიშვნელოვანია ეს თქვენთვის?
მოკლედ, თითქმის ყოველთვის და ყველაფერში შესაძლებელია კომპრომისის ნახვა. რა თქმა უნდა ზოგ შემთხვევაში 100% ვიცით თუ რა გვსურს და უკან არ დავიხევთ, თუმცა ყოველთვის ასე არ არის.
1, მეგობრები/ოჯახი:
მნიშვნელოვანია სწორი time management - ანუ დროის სწორი განკარგვა. არსებობს მრავალი წიგნი ამ საკითხზე, მაგრამ ალბათ ყველაზე სწორი რაც კი რამ წამიკითხავს ამ საკითხზე - ეს არის დღეს, ამ წამს ცხოვრებით ცხოვრება. ასე ბევრად უფრო მარტივია მოკლევადიანი გეგმების განხორციელება, ასევე ამ მომენტებით ტკბობა :) გირჩევდით ეკხარტ ტოლეს შესანიშნავ წიგნს The power of now (https://www.youtube.com/watch?v=ykmwCyHlDXM)
მე გირჩევდით სწორად გადაანაწილოთ თქვენი ცხოვრებისეული პრიორიტეტები - ასე ძალიან მარტივად ნახავთ დროს ყველაფრისთვის და ყველასათვის ვისაც საინტერესოდ და საჭიროდ მიიჩნევთ ;)
2, ჯანმრთელობა/ცხოვრების "სწორი" წესი:
ჩემი რჩევა იქნებოდა - უკეთ მოუსმინეთ საკუთარ სხეულს - იარეთ გამოკვლევებზე წელიწადში ერთხელ მაინც, იარეთ ფეხით, დატვირთეთ ორგანიზმი - ამით ყველაზე კარგ შედეგს მიიღებთ. ასევე კიდევ ერთი რჩევა - ექიმს ბრმად ნუ ენდობით - მაგრამ თუ აირჩიეთ ექიმი - სჯობს მის რჩევებს მიჰყვეთ - თუ რაიმე კითხვები გაქვთ - არსებობს ინტერნეტი და სხვა ექიმები - გამოიყენეთ ყველა რესურსი.
არსებობს უამრავი მაგალითი როდესაც ადამიანები სასწაულებრივად იკურნებიან - რაღა თქმა უნდა ამას უდიდესი შიდა რესურსი და ცოდნა სჭირდება. მაგრამ არასოდეს სთქვათ არასოდეს! მოიძიეთ მეტი ინფორმაცია და ყოველთვის შეიტანეთ პირველ რიგში საკუთარ ცოდნაში ეჭვი - ასე ბევრად უფრო მეტს ისწავლით! ზომიერი თავდაჯერებულობა რა თქმა უნდა აუცილებელია, მაგრამ ნუ დაემსგავსებით უვიცს - ნუ გახდებით "Всезнайка" ცნობილი საბჭოთა მულტფილმიდან!
3, ბიუჯეტირება:
პირადად მე ვიყენებ ჩვეულებრივ excel-ს იმისათვის რომ ბიუჯეტი გადავანაწილო. ხომ ზუსტად იცით ყოველთვიური თქვენი "მინიმალური" შემოსავალი. ათვლაც ზუსტად აქედან დაიწყეთ. ასევე გეცოდინებათ მინიმალური ფიქსირებული ხარჯები, რომლებიც ასე თუ ისე ყოველ თვე მეორდება. მაგალითისთვის - სწავლის საფასური, ან კომუნალური გადასახადები. თამამად ჩამოწერეთ ფიქსირებული ხარჯები, შემდეგ კი მოიფიქრეთ, კიდევ რაზე გეხარჯებათ თანხა? დაამატეთ შემდგომ ცვალებადი ხარჯები, რომლებიც მაინც ასე თუ ისე ვიცით რაზე ვხარჯავთ - მაგალითად: დამლაგებელი, პროდუქტები, პარფიუმერია, საჩუქრები მეგობრებისთვის (დაბადების დღისთვის თუნდაც).
ასე და ამგვარად ძალზე მარტივად შეძლებთ თქვენი ბიუჯეტის მართვას. შეძლებთ ზოგ პერიოდში თანხის დაზოგვას, ზოგჯერ კი გამოუვალი უფულობიდან შედარებით მარტივად გამოძვრომას :) გაითვალისწინეთ - ეცადეთ ხარჯები ცოტათი 5 ლარით მაინც დაამრგვალოთ :) ასე რეალურად მეტი დაგრჩებათ - და გულსაც გაგიკეთებთ მოულოდნელი სიურპრიზი - დამატებითი თანხა :)
მართალია ბიუჯეტი მუდმივად ცვალებადი რამაა - და ყოველ თვე პირობები იცვლება, მაგრამ როგორი სასიამოვნოა, როდესაც ზუსტად იცი თვის რომელ რიცხვში რა ხარჯი გაქვს და ამისათვის მზად ხარ?!
4, პირადი ზრდა/სწავლა/ტრეინინგები/განვითარება
ძალზედ მარტივია ტრეინინგების თუ უნივერსიტეტების მოძიება, ასევე დაფინანსების მოპოვება, როდესაც ზუსტად იცით რას ეძებთ. ამ შემთხვევაში ხშირად "მოულოდნელად" გამოჩნდება ხოლმე ყველაფერი ერთად. ასე რომ აქ მთავარია ზუსტად განსაზღვრული მიზანი ;)
5, მოგზაურობა/გართობა/ჰობი
აქაც ყველაფერი მარტივადაა :) გყავთ ოჯახი? პატარა ბავშვები? ბევრ ოჯახს ვიცნობ სადაც მიუხედავად ბავშვების ასაკისა მაინც ახერხებენ მოგზაურობას, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ყველაზე მთავარია პრიორიტეტები :) ოჯახი წინა პლანზე გყავთ? მაშინ ნურც მოგზაურობაზე იწუწუნებთ და ნურც თავისუფალი დროის უქონლობაზე.
არ დაგავიწყდეთ ყოველი წამი ამ ცხოვრებისა თქვენია - მაგრამ ზუსტად თქვენი გადაწყვეტილებების შედეგია - დღეს და ხვალ როგორ იცხოვრებთ.
გახსოვდეთ - ყოველთვის, თითქმის ყველაფრის შეცვლაა შესაძლებელი. უბრალოდ დაფიქრდით რამდენად გსურთ ამის გაკეთება :) სწორი დროის გადანაწილება, ცოტაოდენი დახმარება ოჯახის წევრებისგან, ბიუჯეტირება - და ვუალა - თქვენს მიზანს მიაღწიეთ!
6, ფიზიკური გარემო/ბინა/აგარაკი/მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა/ა.შ.
გსურთ რაიმე შეიძინოთ? რამე გაყიდოთ? ისევ და ისევ გეგმა გიშველით. არსებობს უამრავი ვებ გვერდი სადაც შეგიძლიათ განათავსოთ განცხადება, ან მოიძიოთ უძრავი ქონება, დღევანდელ დღეს სტაბილური შემოსავლის ქონის შემთხვევაში განვადების აღებაც წამებს იკავებს :) ასე რომ თამამად დაგეგმეთ და განახორციელეთ!
7, სასიყვარულო ურთიერთობები/შეყვარებული/მეუღლე:
გსურთ იპოვნოთ თქვენი მეორე ნახევარი? ან უბრალოდ შეიძინოთ მეგობარი? ისევ და ისევ საკუთარ თავში ჩაიხედეთ - როგორს ხედავთ თქვენს ცხოვრებას? გსურთ მოსიყვარულე დიასახლისი იყოთ? თუ გსურთ "მილიონერი" ან მიახლოებული სტატუსის მქონე მეუღლე გყავდეთ. ისევ და ისევ რეალობის შეგრძნება არ დაკარგოთ - რაზე ხართ წამსვლელები ამ სურვილის ასასრულებლად? მზად ხართ იყოთ ისეთი ქალი - რომელსაც ასეთი "მეუღლე" ეყოლება?
მაგალითისთვის: როგორი გინდათ თქვენი იდეალური "მეორე ნახევარი" იყოს? ჩამოწერეთ მისი ხასიათის ნიშნები, გარეგნული მახასიათებლები და წარმოიდგინეთ.
რამდენად რეალურია?
იცნობთ ვინმეს ამდაგვარს?
ეცადეთ ყველაფერი ყველაზე წვრილმან დეტალებამდე წარმოიდგინოთ. მაგრამ არ დაგავიწყდეთ - ყველაფერს აქვს თავისი ფასი :) რაღაცას ვიღებთ - რაღაცას გავცემთ.
როგორც ვიღაცამ თქვა: ცხოვრება დიდი სუპერმარკეტივითაა, სადაც რაც გინდა ის შეგიძლია აიღო, მაგრამ ბოლოსკენ სალარო გელოდება, და უნდა გადაიხადო.
იგივეა ოჯახურ ცხოვრებაშიც - გსურს ვინმე? მაშინ დაგჭირდება დათმობებზეც წასვლა :)
გაითვალისწინეთ! რომანტიკა შესაძლებელია ცხოვრების ბოლომდე გაგრძელდეს - მაგრამ ამისათვის ყოველდღიური მუშაობაა საჭირო.
სხვათაშორის - ოჯახი ამ ჩამონათვალში ყველაზე შრომატევადი პუნქტია ;)
8, ბავშვები/შთამომავლობა
გსურთ უბრალოდ გყავდეთ შვილი? უიოლესია - მრავალი ხერხია 21ე საუკუნეში :) უბრალოდ დაუცველი ურთიერთობა, სუროგატული დედობა, ხელოვნური განაყოფიერება, მეუღლისგან ან შეყვარებულისგან - საყვარელი მამაკაცისგან გაჩენა :)
ბევრი ხერხია: მთავარია თქვენთვის რომელია მისაღები?
ისევ და ისევ - დავუბრუნდები ყველა ზემოთმოცემულ პუნქტს. ბავშვები ჯანსაღ პირობებში - ოჯახში "მოდიან" სადაც მათ ელოდებათ დედიკო და მამიკო.
დარწმუნებულები ხართ რომ შვილი სწორედ ის არის რაც თქვენ გინდათ?
მაშინ - ისევ და ისევ - გადახედეთ თქვენს პრიორიტეტებს - ყველაფერი რიგზეა?
ესეიგი არანაირი პრობლემა არ არის - მალე მშობელი გახდებით.
გახსოვდეთ: როდესაც არსებობს რაიმე პრობლემა - ჩვენი სხეული ყოველთვის ცდილობს რამენაირად გვამცნობოს. ამისათვის სხეული ხან რა მეთოდს იყენებს ხან რას - მოუსმინეთ თქვენს სხეულს. წაიკითხეთ ლიტერატურა. არის იდეალური წიგნი - სინელნიკოვის - შეიცანი შენი დაავადება (რუსულად). ფანტასტიური წიგნია.
ყველას გირჩევთ.
ეს ყველაფერი რას მოვაყოლე? 21ე საუკუნის პრობლემაა უშვილობა,
მე კი მინდა გისურვოთ ყველაფერი ის რაც თქვენ გსურთ!
გსურთ გყავდეთ შვილი? ღმერთი აუცილებლად მოგცემთ! მაგრამ ჯერ დაფიქრდით - ნამდვილად ეს გინდათ? თუ კი - მაშინ სწორ მეთოდებს იყენებთ?
დამიჯერეთ - ყველაფერი უფლის ნებაა - დაფიქრდით რას აკეთებთ და რატომ - პასუხი აუცილებლად მოვა - მასთან ერთად კი პრობლემაც გადაიჭრება თავისთავად :* <3
წარმატებებს გისურვებთ!
No comments:
Post a Comment