შევთანხმდეთ - რომ მოწესრიგებულობა ყველა სიკეთის საწყისია :)
დალაგებულ ბინაში უფრო მარტივია ნივთის მოძიება, დალაგებულ აზრებში კი საკუთარ თავში გარკვევა :)
ასევე შევთანხმდეთ რომ სახლის აურა მის მცხოვრებლებზე დადებითად მოქმედებს, მნიშვნელოვანია ბინა ამისათვის აუცილებლად სუფთა და მოწესრიგებული იყოს.
გარემოს სწორ დაგეგმარებაში აუცილებლად გამოიყენეთ "ფენ-შუი", თუ მორწმუნე ხართ მითუმეტეს - როგორც მნიშვნელოვანია რომელ მხარეს ვიყურებით ლოცვის დროს, ასეთივე მნიშვნელობისაა - სად და როგორ განვათავსებთ ჩვენს ნივთებს.
თუ არ გჯერათ ამ "მეცნიერების", მაშინ უბრალოდ თქვენთვის მაქსიმალურად მოსახერხებლად მოაწყვეთ თქვენი სახლი. ის გარემო სადაც თქვენ ატარებთ ცხოვრების უმეტეს ნაწილს, ასევე თქვენი სამუშაო გარემო.
ამის შემდეგ აუცილებლად იგრძნობთ ერთგვარ შვებას და თავისუფლებას :)
ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია დავალაგოთ ჩვენი ცხოვრებისეული პრიორიტეტები!
ამ პრიორიტეტების მიხედვით აუცილებლად მიაღწევთ გაცილებით მეტს ვიდრე "ბრმად ხეტიალის დროს". ასევე მნიშვნელოვანია ამ პრიორიტეტების დროდადრო გადახედვა - ცხოვრება არ ჩერდება, შესაბამისად ყველაფერი იცვლება - გამუდმებით!
;) გისურვებთ წარმატებებს დასახული მიზნების მიღწევაში!
No comments:
Post a Comment